ხვედრი
არ ვარ პოეტი, ეს წმინდა ჩარჩო, წრიულად ვრჩები სადღაც გენია! მე ჩემი თავის ვერსიებს ვახრჩობ, დასადგენია... ვინ ვარ, როდესაც აღარ ვარ ძველი? არც აწმყო მყოფნის, აღარც — ხვალგუშინ. ჩემს ჩქაროსანას ჩრდილივით ველი — ყოველ სადგურში. თუ ერთხელ მაინც დამარქვეს სტილი — ესე იგი, ჯერ ჩრდილი ვარ თავის. ვარ ბეწვის ხიდზე ასული ტილი — ჩემს ჩრდილზე დიდი! ჩემს თავზე მცირე! პოეტებს ცნობენ მუდამ ხელწერით, მათი ხვედრია — ხვედრი უწყვეტი. უწერტილობა თავად მეწვევა და მოკლავს წერტილს მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი