უკანასკნელი შესაწირი


ხშირად არ გწყალობს ტანჯვა, წვალება,
შენ, რომელიც ხარ ცათა შინა —
მამაო ჩვენო!
 
მთვარეებს ჰგვანან შენი თვალები,
რომელიც გინდა მზედ მომაჩვენო.
 
შენი ნათელი — თუ ანარეკლი?
შენთვის სამოთხე და ჩემთვის — ჯვარცმა!
 
ზარი დარეკეთ! ზარი დარეკეთ!
და ლოცვასავით წაიღეთ, რაც მაქვს!
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი