დარღვევა


და ჩემი სული შენსკენ დაიხარა — როგორც ღმერთის წინაშე, მაგრამ ღმერთის მცნების წინააღმდეგ.


---

შენს ბაგეებში სხივად შევედი,
ჩემს ვნებაში კი ზეცა ჩავიდა.
როგორც ალან პოს, როგორც ტერენტის —
სიკვილს ვკითხულობ ყველა ჩქამიდან.

დავიწყებ ვნების აკრძალულ ლოცვას,
სისხლიან ჯვარზე ყვავის ფათალო.
მე ბოროტების ყვავილებს ვხოცავ —
წმინდა მკრეხელად თუნდაც ჩამთვალონ!

მე თავს გავიყვან  მიწიერ ბრბოდან,
ჩრდილი ვერ მშველის — ზეცა ჩაიქცა.
წმინდა მუსიკა — თავის აქვს — ცოდვას,
და ცოდვამ ღმერთის სახე ჩაიცვა.

ცებმა დაკარგეს მიმართულება,
ფუძის ნიავიც ძაღლივით მიღრენს —
მაგრამ შენ დარჩი ბოლო სინათლედ,
რომელმაც ბნელსაც ასწავლა სიღრმე.

ხვალიდან ჩემი თავი მირეკავს,
ჩრდილი სიღრმეებს მითვალიერებს.
სული შენს სურვილს ისე მიეკრა —
შენს მიღმა როგორც სიცარიელე.

ანტიდოტები არა აქვთ ვნებებს,
სურვილის ექო ჩუმად მომესმა.
შენა ხარ ჩემი სუყველა მცნება —
სიამოვნებით ვარღვევ, რომელსაც!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი