ნიჰილის საშო


მარილში სისხლად იქცა კაპალი,
ღმერთი ამოჰყვა როგორც — მტვრიანა.
მზის წყლულში გაჩნდა ჩრდილი დამპალი,
ქვიშამ მზის საშო არეტიანა!

" აქლემის კუზში ჩავიდა მთვარე "
მარილის ბალახს უდაბნო ცვარავს.
დრომ მზის გუგაში მოიზამთარა
და დადაიზმში იცეკვა ცარამ.

ძვლები დაუფქვა ქვიშამ იაჰვეს,
სიჩუმემ მერე ისევ ღმერთი შვა.
დრო — სისულელეს მხრებით მითრევს
და ნიჰილს ღმერთი გამოეთიშა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი