კაცი, რომელიც არსად არ იყო
იჯდა მდუმარედ ომარი, ფიქრი გახლიჩა სპექტრივით. ცა — მშვიდი და უომარი! მიწა კი უპერსპექტივო! ჩრდილიც მზის ხორცში მჯდომარი, საკუთარ ბნელს ემალება. წარსული თითქოს მომავალს გარედან ეთვალთვალება. ომარი სულ სხვა ვინმეა და უთავისო კაცია. ყოველი წამი მძიმეა, ხვალგუშინდელიზაცია! ომარი საკუთარ თავში ათას ომარად დაიყო: ერთი ჯერ — არშობილია, მეორე — არსად არ იყო! იჯდა მდუმარედ ომარი, ფიქრი გახლიჩა სპექტრივით. ცა — მშვიდი და უომარი! მიწა კი უპერსპექტივო! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი