სიკვდილის ვარცხნა
თოვლის ქვეშ ფერთხავს ვარსკვლავებს ვარცხლი, ამ ღამეს ლოცვაც არ ემართება. მე ახლა ქვიან უფსკრულებს ვვარცხნი — რა მემართება, რა მემართება! სიკვდილს შევეხე მე, როგორც საგანს, გამოვეცალე მის მკლავს ღონიანს. დროის უფსკრულში ვისმენდი განგაშს — და ცა მთლიანად ელექტრონია! ვინ დაინახავს დღეს ჩემში შეშლილს? ნაყოფს ვუმღერი — ხილვის მგოსანი. ყველა სიკვდილი დამწიფდა ჩემში — აპოკალიფსურ საზამთროსავით. ჩრდილი მომყვება ყოველთვის მარცხნივ და თითქოს ჩემი თმებიც თოვლდება. მე ახლა ქვიან უფსკრულებს ვვარცხნი და ბოლო წამი მიახლოვდება! მზის ქერუბიმო, დროს ანათე ღრმად! ცამ სიზმარი შვა — შლეგი, უბუკო. დამლაშებული მზის ანათემა — მომეცი ნება, შეგიმსუბუქო... ჩრდილო ერთჰანგა — ღმერთი დაღალდა, მზე დაისიზმრებს ჯვარცმულ მზიან დარს. თითქოს სითეთრე იქცა ქაღალდად და ჯოჯოხეთიც პოეზიარდა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი