ქოლგა რომელიც წვიმაში უკრავს


ჩვენს ერთად ყოფნას ხაზი ესმევა
და მტვრადქცეული მოგყვები უკან.
გესმის, ძვირფასო, გესმის? ეს მე ვარ —
ქოლგა, რომელიც წვიმაში უკრავს.
 
რატომღაც ყველა გადადგა განზე,
არსად არ დარჩა შველა, ნუგეში.
დავდივარ ღამით წვიმიან გზაზე,
ზამთრის სიმკაცრით და სიუხეშით.
 
ჩვენს ერთად ყოფნას ხაზი ესმევა
და წვიმა ჩამდის სევდით კისერში.
გესმის, ძვირფასო, გესმის? ეს მე ვარ —
ქოლგა და შენ კი — წვიმის მიზეზი.
 
წვიმს... მე კი უფრო მომწყურდი, ჩემო,
ვგვარ მზვარეში მუსკატის ტანინს.
წვიმას აქვს შენი ცრემლების გემო,
წვიმას აქვს შენი ლამაზი ტანი.
 
ჩვენს ერთად ყოფნას ხაზი ესმევა
და მტვრადქცეული მოგყვები უკან.
გესმის, ძვირფასო, გესმის? ეს მე ვარ —
ქოლგა, რომელიც წვიმაში უკრავს.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი