უღმერთო გალობა!
ქარი ბანერს ახლა მოხევს, ქარი არხევს ავტომობილს. წავიკითხავ, ალბათ, ბორხესს — უსასრულო მარტოობით. ვარდი მოჰყავს სინაგვესაც, წვიმა გზა-კვალს გადააშრობს, ურბანიზმი წინ გამექცა, სანაგვეში დავრჩი მარტო. და ქალაქი წვიმას ელის, ვით მეგობარს, მოსულს გვიან. სული არი წინანდელი — როკენროლის ლიტურგია! დაუწერელ ლოცვას წაშლის ის ცრემლები, მე რომ მდიან, და დავრჩები, როგორც ბავშვი, ამ ქალაქის მელოდიად! დღეს ნეონი ქუჩას ეცვა, ვით იაფი კაბა ბალზე. დროებითმა ღმერთმა ვერ თქვა სულიწმინდის დაბანვაზე... უარი და, როგორც ღორი, ღამეს აჭმევს ახალ ფანტომს. ქარი იცვლის ისევ როლებს, ნეონის ქვეშ ვცეკვავ მარტო! ფრთაგატეხილ ელვის ანძას — ჩემი ხმა ცრის, ხოლო როკი არის ყველგან მატიანე. ელექტრონულს პირში მარცვალს თეთრი ყვავი ატრიალებს! სევდა სტვენას იწყებს როკვით, ჩაქუჩის ხმა არის — როკი! ვარდი ისევ ეკალს ებმის — რეკლამები!!! რეკლამები!!!! აყრის თბილი თერმო ნიავს, ჩემმა ცხვირმა ბრმა სუნს სდია. და აბსურდის თეორია უფრო დიდი აბსურდია! საშიშ კეთილს, დრო და დენთი, გასახეთქად ბონგით მიაქვს. დაკარგული ყველა ღმერთი ცაში ჩრჩილის ბოგინია! აღარავინ მელოდება, ბნელ სიჩუმემ მინდა მფანტოს. ვრჩები ფარულ მელოდიად, ნეონის ქვეშ ვცეკვავ მარტო! ვიჭერ სულის არტოებას და ისისის ცრემლში ნიავს, ვცეკვავთ ასე, მარტოებად — თოვლში როგორც ამნისტია! რეზბალნიცა. ბარდნის ხოში. ბარდნის ნეონს ქვა და მიწა და ათასი კაცის ოხში — პატიმარი გამოიწვა! ქარი ურტყამს ძვლებს და რკინას, და ლურსმანზე ნეონს იხევს. ბედმა სად არ მარეკინა... სამყაროა თვითონ ციხე! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)