უბავშვო ჯოჯოხეთი


ქვესკნელის ბიძგი, ყანყარი და
ეშმაკი ხეთქავს ბირთვულ მუცელს.
უმანკო ტუჩზე აყვავილდა
რკინის ცოდვა და სიტუტუცე.
 
გოგონას ყელზე მოურგია
თავისუფლება საყელურად.
სიკვდილს სიცოცხლე მოუგვია,
ცა სიგიჟისგან დარყეულა!
 
სიკვდილს სიცოცხლე გაუშვილდა,
ჩრდილს შობა შერჩა უბავშვობა.
სიკვდილსაც ზურგი აუშიშვლდა!
სარკემ უფალი უკან შობა!
 
პატარა ეშმაკი თოჯინებს სჯის,
თოჯინებს ღმერთის სახელი აქვთ.
ჯოჯოხეთები ბოგინობენ,
სისხლიან აკვნებს ახვევიან!
 
მთვარე ფეხს ჩრდილზე აბაკუნებს,
ცას შავი ჩონჩხი გადასჭრია.
ცა არი ძვლებით დაბანკული
და ჩრდილი ღმერთის ნარაჯია!
 
ხმამ სიჩუმეს გზა დაუჩირა,
სიკვდილს ვიღაცა თამამად შობს.
სასაფლაოზე ბავშვს უჭირავს
დაუმთავრებელი სათამაშო!
 
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი