თეთრი არყოფნა


ქარი ატარებს ცარიელ აბგებს
და უკანასკნელ სიმღერას ბეჭდის.
მე ჩემი თავი მიწაში ჩავრგე,
დროის სხეულში, რომ ჩავიბეჭდო!
 
ბრმა ქარიშხლები სადღაც მოვლიან,
მოხეტიალე ღრუბლებო — Sha-LÓM !
სიჩუმე ცვივა, თითქოს თოვლია —
დახუჭულ თვალში, რომ გაიშალონ...
 
ფრთები და ალბათ მეც ავინთები,
თეთრ არყოფნაში დავბერტყავ ყვავილს.
მე მთვარის ფესვებს ვსვავ გარინდებით —
ამოფრენილი — სიზმრიდან — ყვავი.

ქარი ატარებს ცარიელ აბგებს,
მკვდარ ცაზე ქარმა ყვავილი დადგა.
მე ჩემი თავი მიწაში ჩავრგე,
არ ვიცი – სადღაც.
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი