უჟამო


მე ჩრდილზე ისევ ფეხებს ვიბიჯებ,
გახდა სიჩუმე ისეთი თეთრი,
რომ მოვალ შენთან, როგორც — სიდინჯე,
ჩაძინებული — ქარებში — ღმერთი.
 
ვინორმალურე, ხანაც — ვიგიჟე,
ჩუმ სამოსელში თითქოს თრთის შური.
მე სამოთხიდან გამოვიგლიჯე
და ჩრდილის ფრთებში ვარ გათიშული!
 
სიჩუმის ფსკერზე როგორ გავცივდი,
არადა, შენი სიუხვე მეცვა.
და როცა ღმერთის სიზმრებს გავცილდი —
 
დაიმსხვრა ზეცა!
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი