ლომი


ქარიშხალს ფაფრით შუაზე ვხლეჩ,
ჩემს ბრდღვინვაში ცა იფლითება,
კლდეს კბილებით მზეს ამოვაგლეჯ,
ყოფის ძარღვებს ვგლეჯ ფითრებად.

მეფედ მოსული არ ვხარობ,
არც გვირგვინს ვეძებ — იარის.
ვარ გახლეჩილი სამყაროს —
უკანასკნელი ღრიალი!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი