ღმერთის მარტოობა


შენ, პოეტო, დროა ახლა ეშვა ვნებას, 
პოეზია — დარჩენილი — მძიმედია.
„ამ საყდარში არაფერი გეშველება,
იმ საყდარში გაგიმართლებს, იმედია!“

იქნებ დაგვხვდეს ღმერთი
მოწყენილი,
ზეცა თავის პეპლითა და ჩრჩილით.
თუ ვერ გშველის, ფრთები მოიწყვიტე 
და დაეცეს თარაზული ჩრდილი!

შეიკეცა სადღაც თითქოს ჟანგი — ზეცამ
და ეშმაკის ლოცვაშია შხამით მახრა.
რა იქნება მეგობარო, ერთხელ ღმერთსაც — დაეხმაროს ვინმე ახლა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი