დროის მადლი


ფარული კოდი, სულსაც სულობა —
ბრმასავით მიყვა, ვით მრევლი პადრეს.
დრო წრიულია — უსასრულობას —
არავინ იცის რა ერქვა ადრე!
 
რწმენა რწმენაა და რეალობა —
რეალობაა, თავისი ადლით.
დრო — ერთადერთი არის მწერალი,
ჭეშმარიტება ეს არის მადლი!
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი