ერთ ფეხში
ქარმა დაღეჭა სამჯერ სამკაპა, არც საწყისი და არც ბოლო არ ჩანს. საათმა ყველა დრო გადაყლაპა და მერე ისევ მშიერი დარჩა! მიუწვდომლობა სივრცე არაა — არის უფსკრული ჩვენი მიზნების, რომელიც ყოველ ჩვენს მცდელობაზე კიდევ ცოტათი ზევით იზრდება. ამიტომ დავრჩი, აღარ წავედი, დრომ ჩემს არყოფნას უწოდა ოდა. ვიდექი ისე, როგორც ხავერდი, საკუთარ თავს, რომ არ ეკუთვნოდა. მამულს დახეულ კედებით ვზიდავ, ძირზე მომეკრო სინდისის ხოჭო. დილამ მიპოვა და მე — ჩამიცვა, მას მერე დილა ცოტათი კოჭლობს — რადგან ეს ჩემი დიდი სიმძიმე მხოლოდ ერთ ფეხში — მზემ ჩაიყოლა. გადაკეცილი ფრთებზე ვიძინებ და ღმერთის სუნთქვას გავანდობ — ყორანს! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)