დრო გასუქდა — დასასრული
ქარი ქარად, კანტი-კუნტად, დრო იშლება — დაქსაქსული. გადამაქცევს ცხიმი კუნთად, დრო გასუქდა — დასასრული! მე ღმერთს ვთხოვე ერთი ფეხი, მომცა ოთხი — სამი სესხად. მეოთხე კი მიდის ტყეში, დაბრუნდება — პრეზიდენტად. დრო მიდის და თანაც ბრუნავს, კიბეს ზემოთ-ქვევით მიაქვს. სიბრძნე ღეჭავს თავის ბუნაგს, ჩემმა ფეხმა შემითრია! აბსურდი ზის სკამზე ჩუმად — ღმერთთან კამათს დავა მიჯობს. დრო გასუქდა — დასასრული. მე ვდგები — რომ დავაბიჯო! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)