პოეზიის თვითშობა!


დრო ჭამს უხილავ ორღობეებს —
მე კი არსს არსზე დაბლა ვგუდავ.
მკითხველნი — მშიერი ობობები,
დრო — ერთადერთი აბლაბუდა.

პოეტი მთლიანად გაიხეთქა
და პოეზია ერთ წამს — იყო.

ვინც ჩემს სიღრმეში ჩაიხედა,
უკან ვერაფერი ვერ წაიღო!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი