ადამიანობადაუმთავრებელი
ეს ჩემი კავკასიაა — ქვა, ქარიშხალი, ზოგი ყრუ არის, ზოგიც — გონჯია, " ადამიანი არის — თეთრი კარკასი, ზოგიც ამოუშენებელი ლოჯია. " აქ სიტყვა ხმალია, ენა — ქარქაში, აქ ყველა მეფეა საკუთარ სახლში, ზოგი ღირსებას ყიდის ბაზარში, ზოგი კი კვდება სხვისი დიდების ფასში. ეს ჩემი კავკასიაა — ხან იავნანა, ხანაც განგაში, ხან ვარდი სისხლში, ხან სისხლი ვარდში, ხან ღმერთი ზის და ტირის ტაძარში. და მაინც მიყვარს — ყველა ჭრილობით, თავისი ქარით, ყველა ხარვეზით, სხვანაირია — აქ, დღეს ყვირილიც და აზროვნება — სიუკვდავეზე! ეს ჩემი კავკასიაა — ჯერ აუშენებელი, ჯერ დაუმთავრებელი, ადამიანებით სავსე, ადამიანობადაუმთავრებელი... და იქნებ სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ გადასარჩენს ვიღებდე ასეთს! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)