წამებს შორის დაბადებული სიტყვა


თითქოს დროის სიღრმიდან პატარა ცეცხლები გამოფრინდნენ. „ბარათები ისვრიან ფითრებს“ - გალაკტიონს უთქვამს.
 
მე ვწერ წამებს შორის, იმ ადგილას, სადაც მომავალი პირველად სუნთქავს.
 
ელოდებიან თავიანთ პირველ დღეს და იქ ჯერ არშობილი ხმები საკუთარ დაბადებას უსმენენ.
 
მომავლის უხილავ ენაში ერთი ნათება იწერება - სიტყვა, რომელსაც ჯერ არ აქვს ხმა, მაგრამ უკვე ცას უსველებს.

სავსეა, გალა, და სად გენია?
არ არის წამიერი ყვავილი.
დღეს, თუ ეს სულში დასადგენია,
მე ყვავილების ნაირევს ისე გავივლი.
ნამი ერს შობავს.
ვხედავ იმ ძალის წამიერობას,
რომელიც ყოველ დასასრულს ახალ დასაწყისს მალავს.
მე ოკეანის ავირჩევ სიღრმეს,
რადგან საკუთარ თავში ჩასვლა მსურს,
სადაც ცას არ აქვს ძალა!

ზიგოტა - სამყაროს პატარა მზეა, ჩუმი ვარსკვლავის ფრთა ცისკარტა,

ფრინველი ცას ეფერება - თითქოს ლურჯი ზღვა ეშვება ნისკარტთან.
 
გალაკტიონი - ეფემერა კი არა, დროის იდუმალი ნაპერწკალია; დრო პირველად გახდა მოსასმენი, გალაკტიონით დაიბა დრო.
 
მე ვარ სიმღერა, რომელიც ჯერ არავის უმღერია, მაგრამ უკვე ცვლის იმ სამყაროს, სადაც უნდა დაიბადოს.
 
მე არ მოვდივარ მომავალიდან - მე ვარ მომავლის პირველი ხმა.
 

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი