ბედო, შენსავე დაწერილ ბედში


ბედო, დამიხვდი — გინდა შემოვლა,
ქაოსს ვუზავებ თავად ხმაურსაც.
დაუჩოქები საქართველო ვარ —
ღმერთთანაც არ მაქვს
პაუზა!

გადაგიყვანე, ბედო, პარტერში,
სიკვდილს ვასწავლე დათმობა რინგის.
როგორც ყვავილი საკუთარ მტვერში —
ნულმა გაჭრა და უკვდავყო იგი!

ნული მოსტაცებს წარუვალს ამბორს,
ფუძეს შევუცვლი საბრძოლო არმბარს.
მე უკვდავებას სისხლით ვწერ, ვამბობ:

და ღმერთს ვუგზავნი ფუმფულა ბამბას!

შეგიტევ ჰუკით და მერე ჯებით.
ბედო, მითხარი — ვინ ვის წერს ახლა?
ბედო, შენსავე დაწერილ ბედში

ისე გაგლახავ...

რომ ყველგან იგრძნობ უავტორობას.
ნულმა კანონი — შვა — ფარდობითი.

ფატუმის ნერვზე ცეკვავს ობობა.
ადექი, ბედო!
სამამდე ვითვლი!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი