პალიმფსესტი


და ღამემ თითქოს უღონო ქალაქს გადააფარა კვლავ პალიმფსესტი. შეურაცხყოფილმა, ჯერ კიდევ ლამაზმა ქალმა 
სარკეში თავისი მოდგმა შეიცნო, 
სისხლის წაშლილ მეხსიერებაში:

ინცესტი!

და განთიადმაც ვერ ჩამორეცხა ღამის ნაშთები. 
ქალაქს თვალებში ჩასდგომოდა წინაპართა ცოდვა. 
სარკე დაიმსხვრა, მაგრამ ყველა ნატეხში ერთი და იგივე სახე აგრძელებდა ყურებას.

ადამიანი საკუთარ დასაბამს გაექცა და დასაბამმა ადამიანში დაიბრუნა თავი.

ღამე ჩამოდის მძიმე, თითქოს ძველი ვალია, სული საკუთარ წყვდიადში ეძებს, იმას რაც ჯერ კიდევ ქალია.

მაშინ მივხვდი: ღმერთი ზოგჯერ სინათლე კი არა — ჩრდილის ფარია, 
ზოგჯერ ლოცვა სიტყვა კი არა, არის —

იეროფანია!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი