თავდაყირა
ერთ დღეს კარები მე ღია დამხვდა, არ შემიმჩნია მცველმა, გისოსმაც. გასაღებს შიგნით ვეძებდი სადღაც, ჩემს შიგნით კარი სადღაც მიცოცავს. სავსეა ზოგჯერ ჩემი სიჩუმე, ჩემი არყოფნა იცვლის მაკიაჟს. მე მარტოობა კი არ მაწუხებს — მაწუხებს ის, რომ არვინ მაკლია. მე ჩემი ჩრდილიც უკან დავტოვე, სინათლემ თავად შემქმნა ნათებად. აღმოჩნდა, თურმე, მთელი ცხოვრება საკუთარ თავთან მისვლა მმართებდა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)