შავი მთვარის ჟამი
17 ნოემბერს სიკვდილში იშვა, მარადი — როდი იყო იოლი. ღმერთმა ხელახლა მოზილა ქვიშა, ჟამს გადაურჩა გალაკტიონი! ქარი ქროდა და კაწრავდა ნარშავს, აჯადოებდა გველებს სვიანი. გალაკტიონთან წავიდა საშა — უკვდავყო ჟამმა გველესიანი! ცოცხალ მზედ იქცნენ მკვდარი დღეები, შავი მთვარე კი დაეცა იქ ცას, და კაცებივით იდგნენ ხეები, როდესაც საშა სინათლედ იქცა! მე მიქაელმა დავკარგე წამი და შერცხვენილი ფრთებს ქვემოთ ვკეცავ. ჟამმა მის ჩრდილში დალია შხამი, მიწამ მის ხმაში იპოვა ზეცა! მისი სიკეთე აქ დარჩა ობლად, სულს უზიარებს ქვასაც ღიმილი. მწუხარე ცრემლმა ვით მეგობრობამ — პური გატეხა განდეგილივით. ლექსები დამრჩნენ დაუწვავი და მე კი ჩემსავე თავში ვიწვოდი. სიკეთე დარჩა, კაცი წავიდა — კაცი რომელსაც არც კი ვიცნობდი! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)