მიცვალშობა
ცა იბოდიშებს კალამის მოსმას და ქერუბიმებს თოვლი ეღვრებათ. დააორსულა თოვლი კოსმოსმა, მარადისობამ მკვდრები შეღება. ზეცას თავისი გვამები სცვივა, მკვდარ ჩვილებს ფრთები სადღაც ამოსდით — თოვლი მოვიდა, ვით ამნისტია, პატიმრობიდან ღმერთი გამოდის! დაჟანგებულხარ, ძვირფასო, ფრთაო! მკვდარ ქერუბიმებს ცა ემწუხრებათ. ეშმაკს ჩვილი ჰყავს, ვით სასაფლაო, და ღმერთს მუცელში მთვარე უხმება! ეშმაკს, მე მგონი, ფრთებზე ცა ადევს და ჩაესახა საფლავსაც თეთრი. ცა ჯერ სიღრმეში უნდა ჩავარდეს — უმზეობაში დაბადოს ღმერთი! ჩვილი ამოდის ბრმა სიცივედან — მიცვალშობა კი გორავს ბორბლებით, და დაინახა ღმერთმა პირველად, რომ სიკვდილს იქით დგანან მშობლები! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)