მეტროდან მეტროში
სხვებიც ჩემსავით იძახიან, მეტრო — ეშმაკის სისხლძარღვია! ვაგონი არარსის ტანია, ტკივილის ღრმა გადამტანია. ტკბილია ვაგონის კივილი, რომელიც ღვივდება რეტროში. „ვაგონებს გადააქვთ ტკივილი ყოველთვის მეტროდან მეტროში.“ დრო ახმოვანებს გაგონილს, ხმის ექოც — ფანტასმაგორია და მიქრის და მიქრის ვაგონი და აკუსტიკას გრძნობს მგონია. უთქმელი ნოტების სამარე — დროის გვამს ასუნთქებს ნესტოებს. თვალებმა რელსები დამალეს — „ტკივილი გადააქვთ მეტროებს.“ ვაგონი მძვინვარედ მოგორავს, სიცოცხლეს ფეხები ვაჭიროთ. დრო არის — თვითმკვლელი გოგონა და მაინც ყველასთვის საჭირო! ქვეშ აკუსტიკა ტკბილია — რომელსაც ვერაფრით ვერ ტოვებ. " ვაგონი — ეს არის ტკივილი, რომელიც გადააქვთ მეტროებს. " მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)