ბარდნია
ქალაქი ნელა საკუთარ ტვინს ჭამს და ცის ქვეშ ყვავის ნეკროპოლია. გამომეცხადა და მითხრა ბიჭმა: — დამარხულები ისევ მოვლიან! სალხინებელი ამოდის ჭიდან, მიათრევს რწმენის გვამი აგორას. არარსი ადგა და გაიჭინთა და ფეხქვეშ ღმერთი გამოაგორა! მე ვებრძოლები კაენის მოდგმას, ჩემზე იტყვიან: საწყალს გული აქვს. ეშმაკმა ნერწყვით მონათლა დოგმა, ცა ღმერთის ნეშტზე საწყაულია! ასე მგონია, შიგნიდან ვსკდები — ღვთის ჩამოქცევის ნაშთად ბარდნიან... ჯოჯოხეთები აივსო მკვდრებით და მკვდრები უკვე ჩვენში დადიან. მზე იბადება საფლავში ღმერთის, ცა ჩამოიღებს ბოლოჯერ ნიღაბს და, როგორც ლანდი, ცასავით თეთრი, ასე მგონია, დამყვება ვიღაც. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)