საფლავის სტუმრები


შენ სხვისი ჩრდილით იკერავ სახელს,
საფლავი მუდამ მასპინძლობს სტუმარს.
მისი ლექსები ტყუილში გამხელს,
სიტყვა ამოდის — შენ ლპები ჩუმად.

სიბრძნის საფარქვეშ გრძელდება გასვრა,
აკადემიური ღორი ბანაობს ლეშში.
ვინც მკვდარს არ აცდი მიწაში ჩასვლას,
ცოცხალს რას უზამ — შენს სიჩუმეში?

დაგიჟანგდება ოდესღაც ფრთები,
დამპალო დაფნავ! ბინძურო ქებავ!
ახლა ის დროა, წამოდგნენ მკვდრები,
განგსაჯონ თვითონ საფლავის ქვებმა!

კარგი პოეტი წავიდა შორეთს,
ჩვენ მისი წასვლა ვაქციეთ როკვად.
სასაცილოა ზოგჯერ სიშორეც —
თუკი წასულ კაცს უპირებ მოკვლას.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი