მშვიდობით — სქოლიო — მშვიდობით!


შენს არყოფნაში გსურს ღმერთამდე მდუმარე შეძვრე,
მარადისობას შეუტიო, როგორც ბაირონს.
საკუთარ ჩრდილში ვერ შედიხარ, უხრწნელებს ეძებ,
მერე ნათელში იმალები — ნათლისნაირო!

ჰოდა მთავარ ტექსტს გამოაკლდი — როგორც სქოლიო,
შენიშვნად დარჩი, ჩაუყევი მერე ნაღვარევს.
მოკვდა მელანიც — უსასრულო მელანქოლიით,
ქერუბიმებმა დუატში ცის წყლები დაღვარეს.

უოხჭნო სიტყვას სისხლი დაწერს — დაწერს ვენები,
დუმილი სისხლში შემოსილი ყოფილა ბდღვირი.
ნუნის წიაღში ჩაიკარგნენ ღმერთთა ჩვევები,
ნიშატის სისხლში დაყროყინებს უკუღმა ვირი!

საკუთარ სისხლს ვკბენ, ამ სახელმა გვარსაც აჯობა,
ღმერთის კი არა —  მე საკუთარ სიკვდილს ვშიშობდი.
შენ დამარხულო, თავო ჩემო — კვლავ გამარჯობა!
მშვიდობით — სქოლიო — მშვიდობით!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი