ნულის ორბიტა


მუმლი სანათებს დასტირის,
ქუჩაში მეფობს ცრუ ნისლი.
ნულის საყრდენი შტატივი
და ნულის უკან ტურისტი!

ორღობეს მუმლი აზომავს,
კვადრატი ჩრდილებს ამრავლებს.
ისეთი ულამაზო ვარ;
რომ ჩრდილი ვერსად დავმალე!

ანგელოზს ქოლგა აბია,
ღმერთი კი ლიფტში მარხულობს.
უკანასკნელნი გარბიან;
რომ დედამიწა დახურონ!

ქალაქს ძარღვებში ჟანგი სდის,
დრო ხდის ძვალს ასიმეტრიულს.
უფალო, ვეღარ დაგიცდი —
არყოფნა სკაში მეტია!

სული მრავლდება მიტოზით
და წრფე წრფეს ისევ ემალვის.
სიკვდილის ვარ ვირტუოზი,
ნულის ობოლი მხევალი!

მუმლი სანათებს დასტირის,
ქუჩაში მეფობს ცრუ ნისლი.
ნულის საყრდენი შტატივი
და ნულის უკან ტურისტი!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი