სიკვდილის რძე
სინაის ქვაზე ქარი ქანაობს, ატომებს შორის გასკდა მწერალი. ცის წყლული გვამს შობს — როგორც კანაო, დალია ზეცამ ინტერსტელარი. ჩრდილი მკვრივდება ნეიტრონებით, ნული ღვთის ნაცვლად, არსში — ომად ქრის. სიჩუმე ღეჭავს ლექსის ბნელ ტონებს, სარკე დაწყლულდა ტიტანომაქით. სიჩუმეს ყველგან ამოვარწყევ და ხმაურს შავი რძით მოვრწყავ — კოციტი. დამლაშებული როგორც წარწყმედა, სიკვდილს ვკოცნი და ვშობავ ექსტრემუმს. ყველა სიკვდილის წიაღს მოვიარ, ცამდე ავიტან რქებით აბადონს, გავმხატვარდები, როგორც გოია, რომ ჩემზე მეტი ჩემში დავბადო! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)