სიყვარული და თარგმანი
რაც მიყვარს ჩემში, ის უნდა ვთარგმნო, თარგმანი არის შინ დაბრუნება. სიჩუმე გავხდი, რომ ვერ მომაგნოს ჩაბუდებულმა — ჩემში — ცდუნებამ! თავშეკავებულ ვაჟიშვილივით — ლექსი მყავს ჯერაც ქალთან — უწვენი. მყავს უთარგმნელი ყველა ტკივილი — ხან სიყვარულით, ხანაც ცრურწმენით! ნულმა შვა ღმერთი, ღმერთმა — კვლავ ნული. ცა კი ყლაპავდა საკუთარ საწყისს. ეფემერული ვარ სიყვარული და პირველივე წაკითხვით დამწვით! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)