ბეჭდების მბრძანებელი


შენ უთვალავ გულს მოუახლოვდი,
კაცობრიობა შეიკრა მუჭად;
საურონ, უკან ჩრდილში გახოხდი —
სადაც შიშისგან ხმაც მოიკუნჭა!
 
სინათლეს ვარქმევ სახელად: გენდალფს,
ვარ არაგორნი, გიმლი და ფროდო;
ცოდვაშიჩასულ კაცივით გხედავ,
რომელიც მზესაც, სურს შეიცოდოს!
 
მზემ დაუხარა ჩრდილი გლორფინდელს
და სიოს უკან ქარი მოჰკივის;
მორგოთის ცეცხლში, დროა მოფრინდეს —
თავისუფლების ჰიმნი — ტოლკინის!
 
ადამიანის მეფე — ერთია,
სადღაც სიჩუმის ფუძეც ხმაურობს;
პირველქმნილი ხმა — ჩვენი ღმერთია!
ბნელო — საურონ!
 
ძალაუფლების ბეჭედი გერქვა,
მაგრამ უძლურებს ეჭირათ ბედი;
ვინც თავის თავში ბნელი დასძლია,
ვერ დააჩოქებს ვეღარც ბეჭედი!
 
მზემ დაუბრუნა რწმენა ლეგოლასს,
ნათელს უმღერის სადღაც, ზმნა ზმნობითს.
გოლუმში გოლუმს სძლია სმეგოლმა,
მონად აქცია ჩრდილმა აზოგიც!
 
შენს ჩრდილში კვლავაც მზე ამოვიდა,
შიშის დუმილი ფუჭი აქვს ლოდინს
და ხმას მოჰყვება თეთრი გენდალფი —
და მასთან ერთად სინათლე მოდის!
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი