ჭოგრიტი
გრავიტაცია რწმენას მომისჯის. ჩემს ზღვას სუნი აქვს თითქოს ეთილის.. ცას რომ გავყურებ ძველი ჭოგრიტით მე ღმერთებს ვუწყებ ძებნას ღმერთივით და სულსაც უნდა ხორცში ადიდდეს, ეს რითმები კი ჩანდნენ ბორნებად. მე ახლა მხოლოდ ჩემს თავს ვადიდებ და გონებაში ვხვდები გონებას. ახალგაზრდობა სპლინში ზრდის ვნებას, ექსტაზს გრძნობს, სული გახდა ანკესი; სისხლში მიჰყვება მდორე დინებას, რომელიც გიპყრობს მაგრამ არ გესმის. " არ გაიხსნება ვხვდები ბჭე ნებით, არ ჩაიმუხლებს ისინდის ურა. " გააპობს ტალღებს სული ჭენებით ხორცმა თუ მორჭმა ისინდისურა. ვეღარ გავყურებ სივრცეს ჭოგრიტით, გაუსაძლისი ყოფის სიმწარით. მზევ, უკვდავების ღიმილს მოგგვრიდი აცახცახებულ ცაზე მიმწვარი. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი