მასობრივი მარტოობა


ვისაც ყურები აქვს უსმინოს მასობრივ მარტოობას!

Sie schreien Namen in der Nacht,
doch sehen nur ihr Spiegelbild.
Der Faschismus trägt die Schuld —
nicht ein Volk, nicht ein Gesicht.
Sie sagten: ›Zerstört‹, sie sagten: ›Feind‹,
doch die Erde brannte durch ihre Lügen.
Hass ist die Krankheit dieser Zeit —
nicht wir, nicht ihr, nicht sie.

დრომ არ დაინდო, ხალხს მტვრად დააქცევს
და სანამ სიტყვად იქცევა ხორცი;
დატოვებს ნიშნებს, როგორც ნაკაწრებს -
სითბო რომელიც ყინვასღა ჰკოცნის!
ბრბო დგას სარკესთან უსახო სახით,
მათი გონება სადღაც ავ - კარგობს.
ბრბომ  განიცადა თვითაღქმის კრახი,
რომ ისტორიამ ხმა არ დაკარგოს!
ხორცში ჩარჩენილს, ბრბო, ხმას არ დათმობს,
გზა დაიხურა, შიგნით გავივლით.
როცა სამყარო რწმენას გვიკრძალავს —
ხორცი გვიჭკნება როგორც ყვავილი!
ვინ არის მსხვერპლი და ვინ ავტორი?
ცრემლები თვალებს კვლავ მისწოლია!
ბრბო არ უყურებს სხეულს დატბორილს,
სხეული თავის წერს ისტორიას!
ბრბოს ღმერთი ; მხოლოდ სხეულს აკისრებს
და ელოდება ჩუმად კაკლის წინ.
დრო არ დაუშვებს გამონაკლისებს
ბრბოს ბედად რჩება - გამონაკლისი.
როცა სიტყვა ხორცს
სცილდება ბოლოს,
ხმა ქრება როგორც კვამლივით ქარში,
რაც არ დაწერა ქაღალდზე, ხოლო;
მთელი ცხოვრება დაწერა კანში...
ბრბომ და ეშმაკი, დღეს ის სწორია!
არც დრო არც ღმერთი, მიკვირს... ვერც ვტირი...
სხეული თავის წერს ისტორიას —
სიტყვით კი არა, მხოლოდ წერტილით.
ბრბო დგას სარკესთან უსახო სახით,
მათი გონება სადღაც ავ - კარგობს.
ბრბომ  განიცადა თვითაღქმის კრახი,
რომ ისტორიამ ხმა არ დაკარგოს!

Sie schreien Namen in der Nacht,
doch sehen nur ihr Spiegelbild.
Der Faschismus trägt die Schuld —
nicht ein Volk, nicht ein Gesicht.
Sie sagten: ›Zerstört‹, sie sagten: ›Feind‹,
doch die Erde brannte durch ihre Lügen.
Hass ist die Krankheit dieser Zeit —
nicht wir, nicht ihr, nicht sie.

და იქმნა ნათელი!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი