ფესვები


სხეული - ოთხი ქარის ქვეშ მდგარი,
ფერფლში ნამწვავი, ცეცხლში ნაქსოვი, მარადისობით ნაგები,
უსასრულო კანონების უხილავი ხაზი - ეს არის წესი,
დუმილში გაჩენილი, ტკივილით ნასაზრდოები, დროით დამაგრებული.
და მე -
ვდგავარ ამ წესებს შორის,
როგორც ნაპრალი რეალობასა და სიზმარს შორის,
როგორც სხეული, რომელსაც ეძებს საკუთარი სული,
როგორც სული, რომელსაც დაავიწყდა საკუთარი ხე.
ვუსმენ ქარებს, რომლებიც სახელებს მპარავენ,
ვხედავ ჩრდილებს, რომლებიც ჩემით სუნთქავენ,
და ვგრძნობ, როგორ იშლება დრო წვეთებად,
ჩემსავე თვალებში ჩაკარგულ სარკეებად.
რადგან ყოველი დასასრული: დასაწყისის აჩრდილია,
და ყოველი დასაწყისი - დავიწყების პირას მდგარი სიმართლე,
სადაც სიტყვები კვდებიან, რომ აზრი დაიბადოს,
და სიჩუმე ყვირის:  ყველაზე მძაფრი ხმებით.
და მაინც -
სხეული იწვის, სული ეძებს, ხე კი ელოდება,
ფესვებში ჩამალულ პასუხებს,
რომლებიც არც არასდროს უთქვამთ,
და მაინც ყოველთვის ვიცოდით.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი