ფერიის მთის სიჩუმე
ამბობენ, რომ ფერიის მთაზე ოდესღაც ტაძარი იდგა. ზოგი მას იხსენებს, როგორც ადგილს, სადაც ლოცვას ქარი აგრძელებდა მაშინაც კი, როცა ადამიანები ჩუმდებოდნენ. ამ ამბავს ხშირად უკავშირებენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს, თუმცა ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. იმავე დღეებში ბარსელონას გამარჯვებაზე მთელი საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობდა. ერთი გამარჯვების ხმაურმა თითქოს მეორე ამბის სიჩუმე გადაფარა. ასეა წუთისოფელი - ბურთის კარში შესვლას უფრო დიდხანს იმახსოვრებს, ვიდრე ტაძრის ზარის დადუმებას. ტაძარი მხოლოდ ქვა არ არის. იგი ხალხის მეხსიერებაა. ხოლო მეხსიერების დაკარგვა ყოველთვის უფრო მძიმეა, ვიდრე კედლის დანგრევა. ყველაზე ძლიერი ჩაქუჩი ის არ არის, რომელიც ქვას ამსხვრევს. ყველაზე ძლიერი სიჩუმეა, რომელიც ყველაფერს ხედავს და არაფერს ამბობს. ისტორია ბოლოს მაინც ყველას ეკითხება: „შენ სად იდექი - ხმაურში თუ სიჩუმეში?“ ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი