ქალი არ არის მხოლოდ სილამაზე.


ის არის სახლი, სადაც ქარიც კი ჩუმდება.
ქალი არის ხმა, რომელიც დაღლილ დღესაც კი მშვიდად გელაპარაკება.
არის თვალები, სადაც საკუთარ თავს უკეთესად ხედავ.
მე არ მინდა ქალი, რომელსაც ყველა უყურებს.
მე მინდა ქალი, რომელიც ჩემს გვერდით დგას და სამყაროს ერთად ვუყურებთ.
არ მჭირდება იდეალური...
მჭირდება ნამდვილი.
თავისი სიცილით, სიჯიუტით, სითბოთი და ცეცხლით.
ქალს არ უნდა დაპყრობა.
მას უნდა პატივისცემა.
და როცა ქალი გრძნობს პატივს, ის თვითონ ირჩევს შენს გვერდით ყოფნას.
თუ ოდესმე მის ცხოვრებაში შევალ,
არ შევალ როგორც ხმაური -
შევალ როგორც სიმშვიდე.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი