უსაზღვრო
ისინი ერთმანეთისთვის არაფერს წარმოადგენდნენ. ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ერთ კაფეში შედიოდნენ, ზოგჯერ ერთი და იგივე ავტობუსითაც მგზავრობდნენ, მაგრამ ერთმანეთის არსებობა არასდროს შეუმჩნევიათ. ერთ დღეს წვიმა დაიწყო. გოგოს ქოლგა არ ჰქონდა. ბიჭმა თავისი გაუწოდა. - შენც დასველდები. - არაუშავს. იმ წამს არც ერთმა იცოდა, რომ ეს უბრალო ჟესტი იქნებოდა მათი ცხოვრების ყველაზე დიდი საზღვრის წაშლა. წლების შემდეგ, როცა უკვე ბევრი რამ ჰქონდათ ნანახი და ერთმანეთის ყველა სიჩუმეც ესმოდათ, მიხვდნენ: სიყვარული სახლივით არ მოსულა მათთან - მათ თვითონ ააშენეს ის ერთმანეთში. სიყვარული ორი უცხო ადამიანის მიერ ერთ სხეულში აშენებული სამშობლოა, რომელსაც საზღვარი არცერთ რუკაზე არ აქვს. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი