დაფარული ქვაბი
დღეს ქუჩაში ერთი კაცი დავინახე. მშვიდად მიდიოდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და იცინოდა. ვერავინ მიხვდებოდა, რომ გუშინ დედის დაკრძალვაზე იდგა. გავიფიქრე, როგორი უცნაურია ადამიანი - ზოგჯერ ყველაზე დიდი ტკივილი ყველაზე ჩვეულებრივ სახეს ატარებს. იქნებ ამიტომაც ვიღიმით მაშინ, როცა გვინდა, რომ არავინ დაგვინახოს. იქნებ ყველა ჩვენგანს აქვს ადგილი საკუთარ თავში, სადაც სხვებს არ ვუშვებთ. და იქ, სიჩუმეში, ყველაფერი, რასაც დღისით ვმალავთ, ღამით ისევ გვიბრუნდება. სული კაცისა არს ვითარცა დაფარული ქვაბი, რომელსა შინა ცრემლი მდუმარედ დუღს და მწუხარება ქვასა ჰყოფს წყლად. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი