შიშის კაცი
ვისაც სიკვდილის ეშინია, მე მათი მეშინია — ისინი დროის კარს ისე აჯახუნებენ, თითქოს მეორე მხარეს მარადისობა კი არა, საკუთარი თავია. სიკვდილისგან გაქცეული ადამიანი ბოლოს საკუთარ სიცოცხლეს გადაეყრება. მათ გულში სიცოცხლე დამალულ მძევლად ზის, და ყოველი ამოსუნთქვა — გამოსასყიდია. ისინი საფლავს მიწაში ეძებენ, მაშინ, როცა ზოგჯერ საფლავი ადამიანის შიგნით იწყებს გათხრას. რადგან სიკვდილი მხოლოდ ერთხელ მოდის, შიში კი ადამიანს ყოველდღე ასაფლავებს. ისინი საათებს თოკებად წნავენ და მერე უკვირთ, როცა დრო მათივე ხელით იწყებს დახრჩობას. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი