დეზოდორანტი


ქალაქში ახალი კანონი გამოვიდა

ყველა სუნს
პირადობის მოწმობა უნდა ჰქონოდა

დეზოდორანტი პირველივე დღეს მივიდა

სახელი
დეზოდორანტი

გვარი
დამალე რაც ხარ

მისამართი
ადამიანის იღლია

მოქალაქეობა
დროებითი

მოხელემ დიდხანს უყურა

თქვენი სუნი სად არის

დეზოდორანტმა თქვა

სახლში დავტოვე

მოხელემ კალამი დადო

სუნის გარეშე
თქვენ ვერ დაგარეგისტრირებთ

დეზოდორანტმა ბოთლს დახედა

ბოთლმა ჭერს

ჭერმა ქალაქს

ქალაქმა საკუთარ იღლიას

მერე ბოთლმა თავსახური მოიხსნა

და ოთახი უცებ
ზაფხულის ავტობუსად იქცა

ყველა გაიქცა

ერთმა ფანჯრიდან
საკუთარი სახელი გადააგდო

მეორემ ფეხსაცმელი დატოვა

მესამემ კი
თავისი პირადობის მოწმობა გადაყლაპა

მხოლოდ მოხელე დარჩა

ის მაგიდასთან იჯდა

და პირველად იგრძნო

რომ მთელი ცხოვრება
სხვისი სახელით სუნთქავდა

მან დეზოდორანტს შეხედა

შენ ვინ ხარ

დეზოდორანტმა უპასუხა

არ ვიცი

მაგრამ შენს დოკუმენტზე
ჩემზე მეტი ინფორმაცია წერია

მოხელემ თავისი პირადობის მოწმობა ამოიღო

სახელი ეწერა

გვარი ეწერა

დაბადების თარიღი ეწერა

სუნი არ ეწერა

და სწორედ მაშინ
მოხელემ პირველად გაიგო

რომ პირადობის მოწმობა
ადამიანს კი არ ამტკიცებს

არარსებობას უმტკიცებს

მეორე დღეს კანონი გაუქმდა

ყველა სუნს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს

მაგრამ უკვე გვიანი იყო

ქალაქის მოქალაქეები ქუჩაში დადიოდნენ

სახელებით
გვარებით
მისამართებით

და თითოეულ მათგანს
სახელს შორის

ერთი უცნაური სუნი ეწერა

ვერავინ შლიდა

რადგან პირველად
სუნმა იპოვა ადამიანი

და არა ადამიანმა სუნი

ავტორი მიხეილ ჭიჭინაძე
მიქაელი
2025 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი