დამზადებულია ადამიანისთვის


კოკა კოლას ბოთლმა
ერთ დილას განაცხადა

მე ქვეყანა ვარ

არავინ დაუჯერა

მაგრამ ბოთლს საზღვარი ჰქონდა

თავსახური
საბაჟო

ეტიკეტი
კონსტიტუცია

გაზი
მოქალაქეები

ადამიანმა ჰკითხა

ვინ არის პრეზიდენტი

ბოთლმა თქვა

ვინც ბოლოს დამსვამს

მაშინ ყველა დაჯდა

კოკა კოლამ იდაყვები მაგიდაზე დადო

და არჩევნები დაიწყო

პირველი ხმა
ბუშტუკმა მისცა

მეორე
ყინულმა

მესამე
იმ ადამიანმა
რომელსაც საერთოდ არ სჯეროდა არჩევნების

ხმები დაითვალეს

ბოთლი ისევ ბოთლი დარჩა

ქვეყანა კი
ადამიანის ხელში გადავიდა

მან ერთი ყლუპი მოსვა

და საზღვარი გაქრა

მეორე ყლუპზე
დედაქალაქი

მესამეზე
ენა

ბოლოს მხოლოდ გაზი დარჩა

გაზმა თქვა

ახლა ყველანი თავისუფლები ხართ

და გაფრინდა

ბოთლში ცარიელი ქვეყანა დარჩა

ეტიკეტზე კი ეწერა

დამზადებულია ადამიანისთვის

ადამიანი დიდხანს უყურებდა

და ვერ გაეგო

ვინ დაამზადა ვინ

ავტორი მიხეილ ჭიჭინაძე
მიქაელი
2026 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი