იქ, სადააც გზა ქარად იქცევა


ქარს ვერ დაიჭერ ხელით, მაგრამ თუ გულში დაიტევ - შეიძლება მთელი გზა შენს ნაცვლად გაიაროს.
 
არ ჰკითხო, საით მიდის, ქარს მიმართულება არ სჭირდება - ის თვითონ პოულობს გზას იქ, სადაც გზები აღარ არის.
 
ზოგჯერ ფანჯრებს აღებს, ზოგჯერ - ადამიანებს. ზოგჯერ კი ისე გადაგივლის გულში, რომ მხოლოდ სიჩუმე დარჩება და მიხვდები - სიჩუმესაც შეუძლია გაფრენა.
 
თუ ოდესმე დაკარგავ გზას, ნუ შეშინდები. მოუსმინე გულში დარჩენილ ქარს - იქ, სადაც სხვები დასასრულს ხედავენ, ის ჯერ კიდევ დასაწყისს ეძებს.
 
და როცა ბოლოს შენს კარს მიადგება, არ გააჩერო.
 
იქნებ მთელი ცხოვრება სწორედ იმისთვის გატარებინა, რომ ერთ დღეს შენში თავისუფლება ქარივით შემოსულიყო.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი