დედა


დედა ის ძალაა,
რომელიც მაშინაც გაწევს, როცა სული გეცლება,
რადგან მის სიყვარულში დაჭიმულია ცხოვრების მყესები.

დედა - ღამეა,
ვარსკვლავებს რომ არ ეძინათ,
რომ მე გამენათებინა.

დედა - ეს არის ლოცვა,
სისხლში დაწერილი შუქი.

დედა -
არის პირველი სიტყვა,
რომელიც ადამიანმა თქვა
სანამ ღმერთს ლოცვას დაარქმევდა.

დედა -
შენ ხარ ჩემი პირველი ცა,
პირველი მიწა,
პირველი სინათლე
და უკანასკნელი სიტყვა,
რომელსაც სიკვდილის წინაც
გულით ვიტყვი:

დედა.

ავტორი: მიხეილ ჭიქინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი