ყველა გზა
თუ გზები არის — ვირჩევ ყველა გზას, რაღაცა კარგი მიმაქვს ყველასგან. ვტოვებ ნათელს, სადაც გავიარე, თუ დავიკარგე, ცა გზას მიჩვენებს. მე ვირჩევ გზებს, სული რომ გაზარდონ, მე გზიდან კარგს და ნათელს თან ვიღებ. და ბოლოს მივალ ჩემს ნამდვილ თავთან, იქ ყველა გზა ერთ დიდ გზად იქცევა. იქ გავიგებ, რატომ ვიარე მე — რაც კარგი გავეცი, ჩემთან მოვა, არა ასჯერ — არც ათასჯერ მხოლოდ, არამედ მილიონჯერ, ზღვარს იქით, თუ სამყაროს სიკეთე შევმატე. და როცა ბოლოს ყველა გზა დადუმდება, და ჩემი ნაბიჯი ცაში აირევა, მივხვდები — გზა არასდროს ამირჩევია... გზამ ამირჩია მე. და მთელი ის სიკეთე, რაც გზებზე გავეცი, ერთ წამში მილიონ მზედ ამოვა — იმაზე დიდი, ვიდრე სიტყვა „დიდია“, იმაზე მეტი, ვიდრე რიცხვი „მილიონი“. რადგან თუ ერთი გულით სინათლე დატოვე, სამყარო მას უკან აღარ აბრუნებს — ის მას ამრავლებს, სანამ ერთ დღეს შენი პატარა სიკეთე მთელ სამყაროს არ გაუნათებს. და მაშინ მივხვდები: ყველა გზა, რომელიც ოდესმე ავირჩიე, ყველა ტკივილი, ყველა სიხარული, ყველა დაკარგული და ნაპოვნი ადამიანი — ერთ დიდ გზას ქმნიდა. და იმ გზის ბოლოს არ დამხვდება დასასრული. დამხვდება ჩემი თავი — ხელში მთელი გავლილი სამყაროთი და გულში ერთი პასუხით: „რაც კარგი მქონდა — გავეცი. რაც გავეცი — გამრავლდა. და რაც გამრავლდა — ჩემზე მილიონჯერ დიდი გახდა.“ მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2023 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი