მე მოვედი
დედის მუცელი - ღმერთის ხელში შეკეცილი მომავლის პატარა ცა იყო. --- სანამ მოვიდოდა, სამყარო მისთვის ერთი გულისცემა იყო - ბნელი, თბილი, დედის სისხლში ჩუმად მოქცეული დრო. მერე გაიხსნა კარი. სინათლემ პირველად სახელი არ იცოდა მისთვის. ჰაერი ფილტვებში შეიჭრა, როგორც უცხო ქვეყანა. ბავშვი შეჰყვირებს - და იმ პატარა ხმაში საუკუნეები გაიღვიძებს. რადგან ზოგჯერ სამყაროს შესაქმნელად საჭიროა არა ღმერთის სიტყვა, არამედ ბავშვის პირველი სუნთქვა. ბავშვი გამოვა იმ სიბნელიდან, რომელსაც მანამდე სამყაროს ეძახდა. და პირველად იტირებს. ეს ტირილი ტკივილი არ იქნება მხოლოდ. ეს იქნება განცხადება: „მე მოვედი.“ ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი