თაფლი


ერთი ფუტკარი კვდება - და მისი შრომა სხვის სხეულში აგრძელებს ფრენას.

ღმერთს შეიძლება ტაძარი არ ჰქონდეს.
იქნებ თვითონ სკაა ტაძარი - და ღმერთი ის ფუტკარია, რომელიც არასოდეს გვიჩვენებს, სად მიდის თაფლით.

რაც შექმენი, შენს შემდეგ სხვის სხეულში იცხოვრებას.

ამიტომ ვწერ. ამიტომ მიყვარს. ამიტომ ვკარგავ - და ამიტომ ვრჩები.

რადგან ადამიანი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ მის  მიერ შექმნილი ერთი პატარა უჯრედი საუკუნეებს გაატარებს სხვის გულში.

და როცა ბოლო ფუტკარიც ციდან ჩამოვარდება, როცა სკა დაცარიელდება, როცა დედამიწა თავის უკანასკნელ ზუზუნს სიჩუმეში ჩააბარებს, იქნებ მხოლოდ მაშინ გავიგოთ: ჩვენ ფუტკრები არ ვიყავით. ჩვენ თვითონ ვიყავით თაფლი.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი