ჟოპასტენკა


ეზოში ჯერ ჯეირანია.

ერთი გარბის, მეორე ყვირის, მესამე კედელს აგინებს, 
თითქოს კედელმა ბურთი დაუმალა.

კარში ვინ დადგება?

უცებ ყველა ძალიან დაკავებულია.

ერთს ფეხსაცმელი აქვს შესაკრავი,
მეორეს დედა ეძახის, 
მესამე ამბობს:

მე კარში არ ვდგები, მე კარის ღირსი არ ვარ.

ქალაქი ზემოდან გვიყურებს - ბეტონი, აივნები, გაჩერებაზე გაჩერებული ავტობუსი, რომელიც რატომღაც არსად მიდის.

ეზოში კი ცხოვრება მიდის.

ბიჭები კამათობენ, 
ვინ არის ძლიერი, 
ვინ არის სწრაფი, 
ვინ დააყენა ბურთი ხაზს იქით.

არავინ კითხულობს, სად მთავრდება სამყარო. მათთვის ახლა კარი აქ დგას.

ბოლოს ერთი მაინც დგება კარში.

ყველა იცინის.

ბურთი მიფრინავს.

ის ხელებს შლის.

და იმ წამს ხვდება —
კარში ის უნდა დადგეს,
ვისაც ეშინია.

ბურთი სახეში ხვდება.

ყველა იხევა სიცილით.

ისიც იცინის.

ქალაქი ისევ ხმაურობს.

შუქნიშანი წითელია, მაგრამ არავინ იცის, ვისთვის.

ბავშვები კი უკვე თამაშობენ.

თუ შენი ადგილი არავინ მოგცა - 
ჯერ მაინც დადექი კარში.

მერე კი ითამაშე.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი