ცასა და მიწას შორის ცუდი ამბავი


ცა ჩამოვარდა.
მიწამ არ დაიჭირა.
ახლა ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან.
მე შუაში ვდგავარ -
როგორც ცუდი ამბავი
ორ ძველ მეგობარს შორის.
ზემოდან ღმერთი მიყურებს,
ქვემოდან მიწა მელოდება,
მე კი ორივეს ვეუბნები:

- რიგში დადექით,
ჯერ სიცოცხლეს უნდა შევაგინო.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი