ნორმალური


გული მაქვს,
როგორც ქუჩის ძაღლს —
ყველას კბენს,
ვინც სიყვარულით მოფერებას ცდილობს.

მე დავჯექი მის გვერდით.
დიდხანს ვსვამდით სიჩუმეს.
მერე სინდისმა მითხრა:

— კაცო, შენ ცუდი ადამიანი ხარ.
ვუთხარი:

— ვიცი.

— და არ გრცხვენია?

— მრცხვენია
.
— მაშინ რატომ იცინი?

— იმიტომ, რომ
სირცხვილმაც კი ერთხელ უნდა დაისვენოს.

ადამიანი უცნაური ცხოველია:
ჯერ ღმერთს იგონებს,
მერე მისგან გადასახადს ითხოვს.

ჯერ შვილს აჩენს,
მერე ეუბნება:

ნორმალური იყავი.

ნორმალური.
რა შესანიშნავი სიტყვაა.

თითქოს ყველა მიცვალებული
ერთი და იმავე ზომის ფეხსაცმლით
დაიბადა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი